მსოფლიოსიახლეები

ისრაელის ქნესეთმა თვითდაშლა გამოაცხადა

ისრაელის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, ქნესეთმა თვითდაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქნესეთის ხელახალი არჩევნები დაინიშნა. პარლამენტის დათხოვნის წინააღმდეგ 45 დეპუტატი წავიდა, 74-მა კი პროცესს მხარი დაუჭირა.

ისრაელის პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.

ვადამდელი არჩევნები 17 სექტემბერს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button