მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ბენზინი 10 თეთრით გაძვირდა

თელავში, არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ბენზინი 10 თეთრით გაძვირდა. ფასის მატებას, სადგურებს მფლობელები შემომტან კომპანიებში საწვავის დეფიციტით ხსნიან.

ბენზინგასამართი ობიექტის ერთ- ერთი მფლობელი, გურ მამუკელაშვილი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ ფასი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

” საიდანაც ჩვენ ბენზინი შემოგვაქვს, თვითონ ვეღარ შემოიტანეს და შეიქმნა დეფიციტი. ამიტომაც ფასიც გაიზარდა. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ კიდევ მოიმატებს. თუ დეფიციტი აღმოიფხვრება, მაშინ ძველ ნიშნულს დავუბრუნდებით”- განაცხადა მამუკელაშვილმა.

საწვავის ფასის მატებასთან ერთად, ტრანსპორტის საფასურის გარდაუვალ ზრდაზე ალაპარაკდნენ თელავში მოძრავი კერძო ტაქსების მფლობელებიც.

” თუ ასე გაგრძელდა, ვინც ბენზინს ვასხამთ, ფასის მატება გარდაუვალი იქნება. ამასობაში, კლიენტსაც ვკარგავთ. ამას ორ ცეცხლს შუა ყოფნა ჰქვია “- განმარტავს ტაქსის მფლობელი ზელიმხან თასოევი.

დღევანდელი მდგომარეობით, არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, საწვავის ფასი 2. 60 ლარიდან, 2. 95 ლარამდე მერყეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button