მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ჩასული ინფიცირებული ექიმის 19 კონტაქტს „კოვიდ-19“-ზე ტესტავენ

თელავსა და ახმეტაში, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 19 კონტაქტი გამოვლინდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.

მისი განმარტებით, ყველა მათგანი ინფიცირებული პირის ახლონათესაური და სამსახურებრივი კონტაქტია.

პაციენტი არის თბილისში მცხოვრები ექიმიანგიოლოგი, რომელიც თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. მას აქვს სახლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში. მან თავად გაიხსენა ყველა ნათესავი და თანამშრომელი, ვისთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ყველა ანალიზი აღებულია და ლაბორატორია ციტოშია გადაგზავნილი. ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ინფიცირებული ექიმი თელავის რეფერალური საავადმყოფოს კონსულტანტიცაა, თუმცა, მას თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, ბიოლოგიური მასალა, რომელიც რესპირატორული სიმპტომების მქონე ექიმს აუღეს, დაავადებათა კონტროლის თელავის ცენტრის ლაბორატორიაში 8 სექტემბერს შევიდა.

ტესტირებამ „ჯინექსპერტის“ მეთოდით, პაციენტს კორონა ვირუსი დაუდასტურა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თელავის ლაბორატორიაში მითითებული მეთოდით უკვე 23 ტესტი ჩატარდა.

თბილისელი ექიმის დადატურებული შემთხვევა უკვე გამოკვლეული პირებიდან, პირველია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button