მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში დამეწყრილ ტერიტორიაზე მუშაობის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში დამეწყრილ ტერიტორიაზე მუშაობის დაწყება, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. მიზეზი, მეწყრული პროცესების განმეორების მაღალი რისკია, რის გამოც სტიქიის ზონაში ტექნიკა ვერ შედის.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, სოფელ ლაფანყურში ჩასვლას გეოლოგები გეგმავენ.

” აუცილებელია პროცესში ჩაერთოს გარემოს ეროვნული სააგენტო. გეოლოგები დღის განმავლობაში, სოფელში ჩავლენ, ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და დამეწყრილ ტერიტორიას დეტალურად შეისწავლიან”- განაცხადა შიოშვილმა.

სასაზღვრო ზოლამდე მისასვლელი გზა 17- 18 სექტემბერს მოსული ძლიერი ნალექის შემდეგ ჩაიკეტა.
გზაზე რამდენიმე ათასი კუბური მეტრი მიწა ჩამოიშალა.

დაზიანებულია მთასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო ხიდიც. მოსახლეობას ამ მიმართულებით გადაადგილება,ამ დრომდე შეზღუდული აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button