თელავში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ
დილიდან კახეთის რეგიონულ ცენტრში, თელავში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
ქალაქის მთავარ მოედანზე, რომელიც ერეკლე მეორის სახელს ატარებს, სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი, მოწყობილია ნახატებისა და წიგნების პავილიონები.
ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებები თელავში მთელი დღე გაგრძელდება.