რეგიონი

თელავში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი გააპროტესტეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები, თელავში ენერგოპრო- ჯორჯიას კახეთის წარმომადგენლობასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას იქიდან მიმართეს.
აქციის მიმდინარეობის დროს, ნაციონალური მოძრაობის წევრებთან უცნობი ქალი მივიდა, რომელიც 2012 წლამდე მმართველობის პერიოდს აპროტესტებდა.
აქციის მონაწილეებმა, ქალის მოქმედებას ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია უწოდეს და მთავრობას დაპირებების შესრულების ვალდებულება შეახსენეს.

” ყოველდღიურად გაუსაძლისი ამ ქვეყანაში ცხოვრება და უფრო და უფრო მეტია ადამიანი მიდის. ჩვენი მიზანია, გავაპროტესტოთ უსამართლო პოლიტიკა, რაც არის ქვეყანაში და რამენაირად შევძლოთ ფასების ზრდის შეფერხება. ხელისუფლების დაპირებების შესრულების ნაცვლად, ან იმის ნაცვლად, რომ ის სტანდარტი მაინც შეენარჩუნებინა, რაც იყო, აგზავნის აქ სასმელით გაჟღენთილ ადამიანებს და აწყობს აქ პროვოკაციებს.ისინი საერთოდ არ ფიქრობენ, რომ მოქალქეებს შეუმსუბუქონ ცხოვრება”– განაცხადა რადიო ჰერეთთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, შაქრო ტერტერაშვილმა.

ელექტროენერგიის საფასური ქვეყანაში უკვე რამდენჯერმე გაიზარდა და ერთ კილოვატ საათზე, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის, საშუალოდ 18. 59 თეთრს აღწევს.
თელავის პარალელურად, საპროტესტო აქციები, საქართველოს კიდევ სამ ქალაქში ჩატარდა.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

 

აქციის მონაწილეების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button