რეგიონი

სიღნაღში ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მომხდარი მკვლელობისათვის ბრალდებულის მიმართ, თელავის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც 47მამუკა მოკვერაშვილისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი, სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან 10 ათას ლარიან გირაოს სთხოვდა.

თავად მოკვერაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა.

შეგახსენებთ, მკვლელობა 30 იანვარს მოხდა. გარდაცვლილია 68 წლის ლეილა ბეგიაშვილი.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button