კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ექიმის მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ ვადის გაგრძელება ითხოვა

თელავში საავადმყოფოს დირექტორის გახმაურებული მკვლელობის საქმე, სასამართლოს განსახილველად ჯერ არ გადასცემია. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გამოძიებამ საქმის დასრულებისათვის ვადის გაგრძელება ითხოვა.

მიზეზად, ტრასოლოგიურ- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა დასახელდა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საქმის გამოძიებისა და სასამართლოსათვის გადასაცემად, გამოძიებას ცხრათვიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე, საქმეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ვერ დაასრულებს, ბრალდებულს საპატიმრო ღონისძიება უნდა შეუცვალოს.

გამოძიებისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე, კომენტარის გაკეთება არცერთ მხარეს არ სურს. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების პოზიცია გამოძიების პირველ ეტაპზე ცნობილი იყო.

ოჯახი საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდა და ბრალის დამძიმებას ითხოვდა.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, სოფელ იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, ოთხი გასროლით მოკლა. მკვლელობა 2020 წლის 25 დეკემბერს, თელავის პოლიციის სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში მოხდა, რომელსაც პოლიციელი თვითონ მართავდა.
მკვლელობის მოტივად, სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს, ბრალდების მხარემ შურისძიება დაასახელა.

საქმის მასალების მიხედვით, ზანდარაშვილი და საჩიშვილი ერთმანეთს, თელავისუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომლის, დავით ლაჩაშვილის ოჯახში შეხვდნენ, სადაც მერიის სხვა თანამშრომლები, ბიძინა ხატიაშვილი და ლევან ბერძენაშვილიც იმყოფებოდნენ.მცირე უთანხმოება ქუჩაშიც გაგრძელდა, რასაც 6 გასროლა მოჰყვა.სროლის შედეგად, დაიჭრა ლევან ბერძენაშვილიც.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე და 117- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკცლელობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button