თელავში “ერეკლეობა” იმართება

დღეს თელავში სახალხო დღესასწაული “ერეკლეობა” იმართება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა, როგორც კულტურული, ასევე შემეცნებითი ღონისძიებები.

მეფის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს მცხეთის სვეტიცხოვლში და თელავში, ერეკლე მეორის სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენენ.

ერეკლე მეორის მოედანზე, გამოიფინება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. კულტურის ცენტრში კი გაიმართება ახალგაზრდა მხატვრის ნინო ჯელაძის ნამუშევრების გამოფენა.

დღის განმავლობაში ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყობა სოფლის ნობათის, ღვინის, ტურიზმის, ხალხური რეწვის, წიგნისა და მუსიკის პავილიონები. დაჯილდოვდებიან თელავის საპატიო მოქალქეები. დღესასწაულს კონცერტი დაასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button