მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში ერთ-ერთ რესტორანში ერთმანეთს ნასვამი მამაკაცები დაუპირისპირდნენ

ინციდენტი თელავში ერთ-ერთ რესტორანში ერთმანეთს ნასვამი მამაკაცები დაუპირისპირდნენ.
სტუმრებს შორის დაპირისპირება, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით დაიწყო, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ჩხუბის შედეგად, ინციდენტის მონაწილე ორივე მამაკაცი დაშავდა.

ორივე მათგანს დაზიანებები თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სტუმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებულია რესტორნის ინვენტარიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ერთი მათგანი თელავის, ხოლო მეორე რუსთავის მცხოვრებია.
ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომელიც მომხდარის მიზეზებს სწავლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button