თელავში ერთი სამართალდამცავი მოკლეს ერთი დაჭრილია

თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სამართალდამცავი მოკლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის გამო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომა დატოვა. გიორგი მღებრიშვილი თელავში მიემგზავრება.

თელავში, პოლიციის ეზოში მომხდარი სროლის შედეგად სამართალდამცავი ქალიც დაიჭრა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ის თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთი პოლიციელის მკვლელობისა და ერთის დაჭრის ბრალდებით დაკავებული პირი 19 წლისაა. ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, პირმა, რომელიც თელავის პოლიციის ეზოში დააკავეს, ჯერ ქალს, შემდეგ კი მამაკაცს ესროლა.

დაჭრილი ქალი და მოკლული მამაკაცი თელავის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან. მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კი, შსს-ს ცნობით, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button