მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში, ეტლით მოსარგებლე პირს ავტობუსში არ უშვებდნენ

თელავში, ეტლით მოსარგებლე პირს ავტობუსში არ უშვებდნენ- მშობელი მძღოლს ადანაშაულებს.

თელავში მცხოვრები, ნინო მაისურაძე ამტკიცებს, რომ ეტლით მოსარგებლე შვილთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება სურდა, თუმცა ავტობუსის მძღოლისგან უარს იღებდა.

ინფორმაცია, თავად მაისურაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

” ჩემს შვილთან ერთად ვდგევართ N4 ავტობუსის გაჩერებაზე . მოვიდა ავტობუსი ,ახალი მძღოლი იყო, ასავსავებს ხელებს, არა, ვერ ამოგიშვებთ სავსეა ავტობუსიო, ხალხი შემჭიდროვდა და გამოჩნდა ადგილი, თუმცა ეზარება ავტობუსიდან ჩამოსვლა და პანდუსის გაშლა. კამათის და დავის შემდეგ, როგორც იქნა ავედით. მეჩქარება, ვაგვიანებო და რამის ფეხები მომამტვრია პანდუსის დაკეცვის დროს. ესეც არ გვაკმარა მგზავრებს, ისე დაძრა და გააქროლა ავტობუსი, რამის ერთმანეთში აგვზილა, ვერც მოვასწარი ეტლის დაბმა”- წერს მაისურაძე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო სამსახურის მიერ ფაქტის შესწავლისას, მძღოლის გადაცდომა არ გამოიკვეთა.

“დეტალურად შევისწავლეთ ფაქტი. ვიდეო- კამერების დათვალიერების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მძღოლი პირადად დაეხმარა მშობელს პანდუსზე ეტლის აყვანაში და შეუფერხებლად უზრუნველყო მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს სისტემატიურად უტარდებათ სხვადასხვა შინაარსის ტრენინგ კურსები და მაქსიმალურად არიან მომზადებული ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისათვის”- განმარტავენ მერიაში.

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ადაპტირებულია და ყველა ავტობუსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის პანდუსით არის აღჭურვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button