მნიშვნელოვანისაქართველო

თელავში “ევროპის ფონდი” საგრანტო კონკურსის შეხვედრას გამართავს

18 ივლისს, 16:00-ზე “ევროპის ფონდი” კახეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ღია კარის საგრანტო პროგრამის თაობაზე.

როგორც რადიო ჰერეთს “ევროპის ფონდიდან” აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში ფონდი დაინტერესებულ ორგანიზაციებს ღია კარის საგრანტო მექანიზმის პირობებსა და კრიტერიუმებს გააცნობს.

ამას გარდა, გრანტის მიღებით დაინტერესებულ სსო-ებს საშუალება ექნებათ ფონდის წარმომადგენლებს საკუთარ საპროექტო იდეასთან დაკავშირებული კონკრეტული შეკითხვები დაუსვან.

შეხვედრა გაიმართება ასტუმრო „ძველ თელავში“ (თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №1).

ევროპის ფონდის მისიაა,პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. მიზნობრივი პროგრამების მხარდაჭერის და საგრანტო კონკურსების გზით, ევროპის ფონდი მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს.

ევროპის ფონდი 2008 წლის თებერვალში დაფუძნდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button