მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
იტალიაში კორონავირუსით ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 55 წლის ხათუნა ბუიშვილი, ბოლო დღეების განმავლობაში, სან პაულოს საავადმყოფოში მკურნალობდა და ის დღეს გარდაიცვალა. იტალიაში ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, კორონა ვირუსის შედეგად განვითარებული თრომბოემბოლია გახდა.
გარდაცვლილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და ის რამდენიმე წელია ემიგრაციაში, ქალაქ ბარიში იმყოფებოდა.
მისი ოჯახის წევრები, შვილი და დედა საქართველოში ცხოვრობენ. ემიგრანტი ქალი, კახეთში ცნობილი ექიმის, ჯიმი ბუიშვილის ძმისშვილია.
როდის მოხდება გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის საქართველოში გადმოსვენება, ჯერჯერობით უცნობია.