თელავში ხელმოწერები გროვდება

პენსიის 50 ლარიანი დანამატის შესახებ პროექტი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა კახეთის რეგიონის პენსიონერებს გააცნეს.

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სერგო რატიანი და გიორგი კანდელაკი იმყოფებოდნენ.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა პენსიონერებს ინიციატივა გააცნეს და აუხსნეს, თუ პენსიის მომატების რა რესურსი აქვს სახელმწიფოს.

მათ ხელმოწერები შეაგროვეს, რომელიც შემდგომ უკვე განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება.

მსგავსი პოსტები

Back to top button