საქართველოსიახლეები

თბილისში შემოსაყვანი ავტობუსის ფერის შესარჩევად გამოკითხვა ტარდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქში შემოსაყვანი
Isuzu-ის მარკის 8 მეტრიანი ავტობუსების ფერის შესარჩევად, ონლაინ გამოკითხვა დაიწყო. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მწვანე და ცისფერ ავტობუსებს შორის შეუძლიათ. ამ დროისთვის, 60 პროცენტით, მწვანე ფერის ავტობუსი ლიდერობს.

გამოკითხვა კახა კალაძის ოფიციალურ ,,ფეისბუქ” გვერდზე მიმდინარეობს.

,,თბილისს 220 ერთეული, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი ეყოლება. ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი, მოქალაქეების ჩართულობა. ამიტომ გთხოვთ, დააფიქსიროთ საკუთარი მოსაზრება. წარმოდგენილი ავტობუსების დიზაინიდან რომელს ისურვებდით თბილისში?”, – მიმართვას კითხვით დედაქალაქის მერი მოქალაქეებს.

ავტობუსების შემოყვანა დედაქალაქში წლის ბოლომდე იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button