მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში “კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს” აქტიურობა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს

დღეს, თელავში პრორუსული ჯგუფის “კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს” აქტიურობა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს.

კახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს სამოქალაქო აქტივისტებმა, ანა სუბელიანმა და მარიამ კვარაცხელიამ, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები

“საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ოფისში გააცნეს.
შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა სუბელიანის განმარტებით, დამსწრე საზოგადოებასთან დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციასა და კახეთში პრორუსული ჯგუფების აქტიურობის შედეგად წარმოშობილ გამოწვევებზე ისაუბრეს..
,,დავიწყეთ შეხვედრების ციკლი რეგიონებში, მათ შორის კახეთი არის ერთ-ერთი პირველი, სადაც ვხვდებით ახალგაზრდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრების მიზანია ვისაუბროთ დემოკრატიაზე, ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე რომელიც არსებობს. ეს არის დეზინფორმაცია, რუსული პროპაგანდა და სხვა. ვისაუბრეთ როგორ შეიძლება ამ ყველაფერს დავუპირისპირდეთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული ქვეყანაში, მათ შორის რეგიონებში”,-განაცხადა სუბელიანმა.

შეხვედრები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე, საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button