მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში, კორონავირუსი ოფიცერს დაუდასტურდა

თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე ბატალიონში, კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ-19, სოფელ პალდოში დისლოცირებული საველე ბატალიონის ოფიცერს დაუდასტურდა.

ოფიცერი ორი კვირის წინ ავღანეთში მივლინებაში იმყოფებოდა და იქიდან სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა.
ვირუსი, მას, სავარაუდოდ, ინფიცირებული მეგობრისგან გადაედო.

მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ბინაზე მკურნალობს, ხოლო მასთან კავშირში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები.

ოფიცერს, თელავში დისლოცირებული მე-20 კადრირებული ბრიგადის შემადგენლობასთან, კონტაქტი არ ჰქონია.

პალდოს საველე ბატალიონი, ამჟამად დაკეტილია. სავარაუდოდ, ორ კვირაში, ის ფუნქციონირებას განაახლებს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში, 30 სექტემბერს გამოვლინდა.

ინფიცირებული ბრიგადის ოფიცერი, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან იყო.
მოგვიანებით, ვირუსი, მის მეუღლესაც დაუდგინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button