მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში, კორონავირუსი, თიბისი ბანკის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

თიბისი ბანკის თელავის ფილიალის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ-19 დაუდგინდა მძღოლს, რომელიც ფილიალის საკრედიტო განყოფილების ინფიცირებულ თანამშრომლებს ემსახურებოდა.
მძღოლი, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია.
დღევანდელი მდგომარეობით, ფილიალის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
მოსახლეობის მომსახურებისათვის ბანკში მხოლოდ ხუთი თანამშრომელია დატოვებული, რომლებიც მომხმარებლის ნაკადს, თერმოსკრინიგის ჩატარებას და საბანკო ოპერაციების განხორციელებას, ერთდროულად ემსახურებიან.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა, თიბისი ბანკის თელავის ფილიალში, 11 ოქტომბერს დადასტურდა.
დღევანდელი მდგომარეობით, ბანკში უკვე სამი ინფიცირებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button