მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა

კახეთის რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თელავში ფიქსირდება.
დღევანდელი მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით, 371 მოქალაქე დაინფიცირდა.
მთლიანად რეგიონში, კორონავირუსის 1216 შემთხვევაა გამოვლენილი, რომლებიც მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება:
288 მოქალაქე დაავადდა კორონა ვირუსით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ყვარლის მუნიციპალიტეტში, კოვიდ- 19-ით, 136 პირია ინფიცირებული.
კორონა ვირუსის 113 შემთხვევა დადასტურდა საგარეჯოში, ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კოვიდ- 19- ით ინფიცირებული 112 მოქალაქე მკურნალობს.
ვირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული დედოფლისწყაროს, 74-სიღნაღის და 44 -ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
ინფიცირებულ პირებს შორის, 862 მოქალაქე ბინაზე მკურნალობს, კოვიდ კლინიკებში, 52 პაციენტია გადაყვანილი, 21 პირი კოვიდ სასტუმროშია გადაყვანილი.
დღეს, კახეთში კორონა ვირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.სექტემბრიდან, დღემდე, კახეთში 8 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button