მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში, კორონავირუსით ოჯახის შვიდი წევრი დაინფიცირდა

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, კორონავირუსით, ოჯახის შვიდი წევრი დაინფიცირდა.
ინფიცირებულებს შორის, სამი არასრულწლოვანია.

კოვიდ- 9, თავდაპირველად 45 წლამდე ასაკის მამაკაცს დაუფიქსირდა, რომელიც პნევმონიის დიაგნოზით, თბილისში, ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმების შეფასებით, შედარებით რთულია, ოჯახის ორი წევრის მდგომარეობა, რომლებსაც ასევე პნევმონია აქვთ. არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ეპიდემიოლოგებმა თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, ყველა, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, კორონა ვირუსის 800- ზე მეტი, დადასტურებული შემთხვევაა

მსგავსი პოსტები

Back to top button