მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თელავში კოვიდ- 19- ით რეინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. კორონა ვირუსით მეორედ ინფიცირებული, 50 წლამდე ასაკის ქალია, რომელმაც ინფექცია, 2020 წლის ნოემბერში უკვე გადაიტანა.

თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ჯღუთაშვილის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“შტამს აქ ვერ ვიკვლევთ, მაგრამ იქნებოდა სხვა შტამი, პირველისგან განსხვავებული. ქალბატონს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს”- განაცხადა ჯღუთაშვილმა.

ქალი, რომელსაც კორონავირუსით რეინფიცირება დაუდგინდა, პირველ შემთხვევაში, ოჯახის წევრებთან ერთად დაინფიცირდა.

რეინფიცირებულ პაციენტს, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button