მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბლიტაციო სამუშაოები იგეგმება თელავში. პროექტის თანახმად, ძეგლის სახურავის მთლიანად შეცვლა, შიდა და გარე ფასადების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის ინფორმაციით, შენობის რეაბილიტაცია სამ თვეში უნდა დასრულდეს.

” შენობა უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლია და წარმოადგენს ქალაქური ტიპის ორსართულიან საცხოვრებელს. სხვადასხვა დროს აქ იყო, ვეტერანთა კლუბი, თელავის ტერიტორიული ორგანო და ჭადრაკის სახლიც. ცოტა ხნის წინ თელავში დაფუძნდა ჭადრაკის ფედერაცია, განსაკუთრებული უნარების ბავშვებისათვის, მწვრთნელად მოწვეული გვყავდა, დიდოსტატი ნანა იოსელიანი. ვფიქრობთ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, ამ შენობაში, გავშალოთ საჭადრაკო ცხოვრება, თავისი ტურნირებითა და სწავლებებით. მაისის ბოლოს რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა, რადიო ჰერეთთან.

შენობის სარეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ” კოლხა -2014″ ასრულებს და სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 296. 254 ლარია გამოყოფილი.

თელავის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობა, XIX საუკუნის შუა ხანების ისტორიულ- არქიტექტურული ძეგლია და იქ, წლების განმავლობაში, კლასიკური საგუნდო მუსიკის ფუძემდებელი, ნიკო სულხანიშვილი ცხოვრობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button