კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
თელავში მამაკაცმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა

თელავში 55 წლამდე ასაკის მამაკაცმა სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მამაკაცს, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
რა შეიძლებოდა გამხდარიყო თვითმკვლელობის მიზეზი, ოჯახის წევრებისთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ესქპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.