მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავში მგზავრობა გაძვირდა.

თელავში წრიული მარშუტით მოძრავი ტაქსებისა და სამარშრუტო ავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა.

კირონა ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, მძღოლებმა, მომსახურება გააძვირეს.

“იმ ფონზე, როცა საწვავი გაიაფდა, ამათ მგზავრობა გააძვირეს. აქამდე 70 თეთრს ვიხდიდით, ახლა უკვე ერთი მგზავრი ერთი ლარი ღირს” – განაცხადა რადიო ჰერეთთან, თელავის მკვიდრმა, ლევან ძამუკაშვილმა.

წრიულ მარშრუტზე მოძრავი ტაქსების მფლობელები, მომსახურების ტარიფის 30 თეთრით მატებას, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებით ხსნიან.

“საწვავი კი გაიაფდა, მაგრამ რას ვყიდულობ მაგ ერთი ლარით. პურსაც ვეღარ მიიტანს კაცი სახლში. დღეში 15- 20 ლარს თუ ვშოულობთ, ფაქტიურად ლუკმა- პურზე გამოვდივართ “- თქვა ერთ- ერთმა მძღოლმა, რადიო ჰერეთთან.

წრიული მარშრუტი, თელავის რკინიგზის სადგურისა და თელავის აგრარული ბაზრის მიმართულებას მოიცავს და დღის განმავლობაში ასობით მგზავრი გადაადგილდება.

ათი თეთრით გაიზარდა, სამარშუტო ავტობუსების ღირებულებაც, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით და ის 60 თეთრი ღირს.

ოთხ ლარამდეა გაზრდილი კერძო ტაქსების მომსახურება ქალაქ თელავის სხვადასხვა უბნებისკენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც თელავის მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს, ჯერ არ მოძრაობს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შეძენილი ხუთი ავტობუსი, თელავს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button