კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავში მიუსაფარი ძაღლების მომვლელ ქალს დანა დაუსვეს და ცემეს

თელავში ქუჩის ძაღლების მომვლელ ქალს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, სახეში დანა დაუსვა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ლალი კბილაშვილის ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი, უცხო მამაკაცისათვის ძაღლის გამოდევნება გახდა.

“ხომ იცით, ამ ძაღლებს ვპატრონობ. ერთი ძაღლი, უცხო მამაკაცს გამოედევნა, რამაც მისი აგრესია და გაბრაზება გამოიწვია. მე დახმარებასაც ვცდილობდი და ძაღლის დაცვასაც და ამასობაში, სახეში დანა ჩამომისვა და მირტყა. ვინაობა არ ვიცი, მაგრამ სად ცხოვრობს ვიცი. პოლიცია გამოვიძახე და ველოდები” – განაცხადა კბილაშვილმა.

ლალი კბილაშვილი, წლების განმავლობაში თელავში, მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს და საკუთარი სახსრებით კვებავს. ის ერთ- ერთია იმ პირებს შორის, ვინც ცხოველებისათვის თავშესაფრის აშენებას ითხოვს.

თელავის თეატრის წინ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო კარვის დადგმის შემდეგ, კბილაშვილი პროტესტის აქტიური მონაწილეცაა, თუმცა მომხდარ ფაქტს თავად აქტივისტები, პოლიტიკურ პროცესს არ უკავშირებენ.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავებს ელოდებიან

მსგავსი პოსტები

Back to top button