მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო” – სააკაშვილის პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მედიკამენტოზურმა მკურნალობამ და გადასხმამ კარგი შედეგი გამოიღო, მისი თქმით, სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს და თანახმაა, ნებისმიერ კლინიკაში გადაყვანაზე, გარდა ციხის საავადმყოფოსა.

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, ასე რომ ყველაფერი წყნარად არის დღეს. შიმშილობას არ წყვეტს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სამედიცინო დაწესებულება იქნება, ეს არის მისი პოზიცია”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის დაკავების შემდეგ შიმშილობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button