მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანელებსა და თელაველებს ქორწინება შეეძლებათ

თელავსა და გურჯაანში პირველი საქორწინო სივრცეები გაიხსნა.

9 ივნისიდან, დაქორწინების მსურველი მოქალაქეები, რეგისტრაციას თელავისა და გურჯაანის იუსტიციის სახლებში მოწყობილ საქორწინო სივრცეებში შეძლებენ.

საზეიმო ცერემონიალის სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში ჩატარებას, ქორწინების მსურველი ნებისმიერი წყვილი შეძლებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, ზურაბ სანიკიძის განმარტებით, თელავსა და გურჯაანში მსგავსი სივრცე არ არსებობდა.

„ თელავსა და გურჯაანში ქორწინების საზეიმო სივრცე ამ დრომდე არ არსებობდა დაქორწინების რეგისტრაცია, საზეიმო ცერემონიალის გარეშე ტარდებოდა. ამის შემდეგ, ყველ მსურველს, შესაძლებლობა აქვს ახალი, თანამედროვე სტანდარტებს შესაბამისად მოწყობილ სივრცეში დაქორწინდეს”- განაცხადა სანიკიძემ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ქორწინების საზეიმო ცერემონიალის სერვისით სარგებლობის მსურველებმა, ვიზიტი შესაბამის პორტალზე წინასწარ უნდა დაჯავშნონ.

რიტუალის ჩატარების დროს, ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები, არაუმეტეს 10 პირი, სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ.

საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია ქორწინების სახლებში, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო, 2020 წლის 11 სექტემბრიდან იყო შეჩერებული.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button