რეგიონი

თელავში ოპოზიციამ უკრაინისთვის დახმარების შეგროვების ინიციატივა წამოაყენა

თელავის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინის დროშა გადმოფინეს და რუსეთთან ომში ჩაბმული ქვეყნისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების ინიციატივით გამოვიდნენ.

ინიციატივა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის.
საკრებულოს წევრის, გიგი გიგიტელაშვილის განმარტებით, დახმარების შეგროვების პროცესის ორგანიზება უახლოეს საათებში დაიწყება.

“დროშის გამოფენა არის სოლიდარობის აქტი, რადგან უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება. სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლება ამ პროცესში არ მონაწილეობს. ამავდროულად, გვაქვს ინიციატივა, თელავის მუნიციპალიტეტში დავიწყოთ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება, ჩვენი უკრაინელი მეგობრებისათვის. ორგანიზებას უახლოეს საათებში დავიწყებთ”– განაცხადა გიგიტელაშვილმა.

უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების შეჭრის შემდეგ, საქართველოსა და მის რეგიონებში სოლიდარობის აქციები არ წყდება.
მეოთხე დღეა, კახეთის რეგიონის სახვადასხვა მუნიციპალიტეტში სოლიდარობის აქცია- მსვლელობები ტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button