მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

თელავში ოპოზიციის კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს

თელავში, ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გაშლილ კარავთან, ინციდენტი მოხდა.

კომენდანტის საათის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე, დაუდგენელმა პირებმა, კარავში დამონტაჟებული ღუმელის საკვამლე მილში ასაფეთქებელი მასალა შეაგდეს.

სამოქალაქო აქტივისტები თვლიან, რომ მათთან პროვოკაციების მოწყობა, ხელისუფლების დავალებით ხორციელდება და ფაქტის დროულად გამოძიების იმედი არ აქვთ.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც შემთხვევის შესახებ, შესაბამისი ოქმი შეადგინეს.
ინციდენტის შედეგად, კარავში მყოფი არცერთი პირი არ დაზარალებულა.

თელავის თეატრთან, სამოქალაქო აქტივისტები, ორი კვირაა იმყოფებიან. ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ

მსგავსი პოსტები

Back to top button