რეგიონი

თელავში ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავში.
შემთხვევა, რამდენიმე წუთის წინ, თბილისის გზატკეცილზე, ყვარლისა და გურჯაანის მიმართულების გამყოფ ხაზთან მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი და სამარშუტო ტიპის ავტომანქანები შეეჯახნენ. სამარშუტო ავტომანქანა გადაბრუნდა, მსუბუქი ავტომობილში მყოფი ორი ახალგაზრდა კი, მძიმედ დაშავდა.

ავტომანქანიდან მათი გადმოყვანისათვის, სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

მაშველებმა ავტომანქანის კარი გაჭრეს და ახლაგაზრდები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მანქანებში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button