თელავში ორი პოლიციელი დაკრძალეს

თელავში რამდენიმე დღის წინ მოკლული ორი პოლიციელი დაკრძალეს. მანამდე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
დაკრძალვას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მოქმედი და ყოფილი შს მინისტრები, სუს-ის ხელმძღვანელი, სასჯელაღსრულების მინისტრი, ასევე დეპუტატები დაესწრნენ.
პოლიციის თანამშრომლები გელა ლამაზოშვილი და მაია ჯავახიშვილი თელავში, საპატრულო პოლიციის სამმართველოს შენობის ეზოში 30 დეკემბერს მოკლეს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავეს.