მნიშვნელოვანირეგიონი
თელავში ოთხი ბინის ქურდობისათვის 42 წლის მამაკაცი დააკავეს

თელავში ოთხი ბინის ქურდობისათვის 42 წლის მამაკაცი დააკავეს
მამაკაცი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და გარკვეული რაოდენობის თანხა მოიპარა.
სამართალდამცველებმა ბინებიდან მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.