მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავში პური გაძვირდა

25 ნოემბრის საღამოდან, თელაველ მომხმარებელს, საცხობებში პურის ფასი, 30 თეთრით მომატებული დახვდა.

ადგილობრივებმა რადიო ჰერეთთან აღნიშნეს, რომ დღემდე, საცხობებში, პურს 70 თეთრად ყიდულობდნენ.
“აქამდე 70 თეთრი ღირდა. ამ საღამოს მოვედი და ერთი ლარი დამხვდა. პურის გაძვირება მაინც როგორ შეიძლება. რამდენი ადამიანია, რომელსაც იმდენად მწირი შემოსავალი აქვს, ეს 30 თეთრი მძიმე დარტყმაა” – განაცხადა რადიო ჰერეთთან, ადგილობრივმა, ირინა სვანიძემ.

ერთ- ერთი საცხობის მეპატრონემ, რადიო ჰერეთთან, პურის ზრდა, ფქვილზე ფასის მომატებით ახსნა.
ნაირა მამაგულაშვილის ინფორმაციით, რომ 24 ნოემბრიდან, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 8 ლარით გაიზარდა.

“გუშინ საღამოს ფქვილი უკვე გაძვირებული შემომიტანეს. აქამდე ვიხდიდი 57 ლარს, ახლა გადავიხადე, 65. გაძვირების გარდა, სხვა გამოსავალი არ არის. მაშინ საცხობი უნდა დავკეტო” –  ამბობს მამაგულაშვილი.

დღესვე, თელავში, პურის ფასის 10 თეთრიანი მატება დაფიქსირდა იმ საცხობებში, სადაც მისი ღირებულება 50 თეთრს შეადგენდა.

კორონა ვირუსის პირველი ტალღის დროს, პურზე ფასის მატება არ დაფიქსირებულა.
იმ დროისათვის, საქართველოს მთავრობამ 9 საკვები პროდუქტის სუბსიდირება მოახდინა, თუმცა, ზოგიერთ პროდუქტზე ფასი მაინც გაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button