თელავში პური კიდევ 10 თეთრით გაძვირდა
თელავში პური კიდევ 10 თეთრით გაძვირდა. საცხობებმა, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პურის ფასს ინარჩუნებდნენ, დღეიდან მომხმარებელს საფასური გაუზარდეს.
დაახლოებით, 400 გრამიან პურში, მოსახლეობას, 60 – ის ნაცვლად, 70 თეთრის გადახდა მოუწევს.
საცხობების მფლობელები პურზე ფასის მატებას ფქვილის გაძვირებით ხსნიან.
” ფქვილის ფასის ზრდის შემდეგ, პურზე 60 თეთრიან ნიშნულს, გარკვეული პერიოდი ვინარჩუნებდით, მაგრამ უკვე ზარალი გვაქვს. ათასი რამ გვჭირდება, ელექტროენერგია, გაზი, საფუარი. ძველი ფასის შენარჩუნება, უკვე შეუძლებელი გახდა”- განაცხადა ერთ- ერთი საცხობის მფლობელმა, რადიო ჰერეთთან.
საქართველოს მთავრობა ფქვილის ფასს. 2020 წლის დეკემბრიდან ასუბსიდირებდა, თუმცა, 2021 წლის ივლისიდან, მან ფქვილის სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
დღევანდელი მდგომარეობით ერთი ტომარა პირველი ხარისხის არასუბსიდირებული ფქვილი 62 ლარი ღირს, რაც სუბსიდირებულ ფქვილის ღირებულებას 9 ლარით აჭარბებს, ხოლო 1 ტონა ხორბლის ფასი 180 დოლარამდე მერყეობს.