მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავში ქალის დაჭრისა და ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თელავში მიუსაფარი ძაღლების მომვლელი ქალის დაჭრისა და ცემის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120- ე მუხლით დაიწყო. კოდექსის ეს მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ამ წუთებში, თელავის პოლიციის სამმართველოში, ინციდენტის მონაწილე მხარეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შემთხვევა 30 დეკემბერს, დილით ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ლალი კბილაშვილს. სახეზე დანა დაუსვა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტის მიზეზი ძაღლი გახდა, რომელიც რომელიც უცხო მამაკაცს გამოედევნა.

ლალი კბილაშვილი, რამდენიმე წელია, თელავში მიუსაფარ ძაღლებს საკუთარი სახსრებით პატრონობს და თავშესაფრის აშენებას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button