მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ქატოს პურიც გაძვირდა

პურზე ფასის მატების შემდეგ, თელავის სუპერმარკეტებში ქატოს პურის ფასიც გაიზარდა.

სავაჭრო დაწესებულებების თანამშრომლების განმარტებით, პური, რომელსაც საკამოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, 15- 20 თეთრით არის მომატებული.

” ქატოს პურს საკმაოდ ბევრი ადამიანი ყიდულობს. სხვადასხვა მწარმოებლისგან გამომცხვარი შემოგვდის. ზოგიერთმა გაზარდა 10 თეთრით, ზოგმა 15 თეთრი მოუმატა. წონის მიხედვითაა და ფასი 2 ლარსაც აღწევს”- განაცხადა რადიო ჰერეთთან ერთ- ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტმა, თამუნა ერგემლიძემ.

ქატოს პურს საქართველოში რამდენიმე მწარმოებელი ჰყავს, რომლებიც საკუთარი პროდუქციით, რეგიონის სავაჭრო ცენტრებსაც ამარაგებენ.

გაძვირებამდე, სხვადასხვა მწარმოებლისა და წონის ქატოს პური, 55 თეთრიდან – 1.50 ლარამდე ღირდა

მსგავსი პოსტები

Back to top button