რეგიონი

თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე კომერციული ფართების რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა

თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე კომერციული ფართების რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა.
მიზეზი თოვლის მასა გახდა, რომელიც მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ფართები საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზეა განთავსებული, თუმცა იმის გამო, რომ ნგრევა ღამით დაიწყო, ფართების მეპატრონეები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყება.

” ჩატარდება მოკვლევა, რის შემდეგაც სამუშაოების მწარმოებელ კომპანიის პასუხიგებლობის საკითხი დადგება. მერის კომპანიას საგარანტიო ვადა ჯერ არ გასვლია და მას მოუწევს დაზიანებული ფასადის აღდგენა”– განაცხადა ანდრიაშვილმა.

ადგილზე თელავის მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია მობილიზებული, რომელიც ტერიტორიას ნანგრევებიდან ანთავისუფლებს.
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სარემონტო სამუშაოები ერთი წლის წინ განხორცილედა, რაშიც 1მილიონ 300 ათასი ლარი, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაიხარჯა.

სამუშაოები კომპანია “ბპ კონსტრაქშენმა” შეასრულა.
ინფორმაცია ახლად გარემონტებული კორპუსის ფასადის დაზიანების შესახებ, რადიო ჰერეთმა ჯერ კიდევ გასული წლის მარტის თვეში გამოაქვეყნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button