მნიშვნელოვანისაქართველო

თელავში, ყარაჯალას N38 უბანზე საჩივარი დაიწერა

თელავის საარჩევნო ოლქში, სოფელ ყარაჯალას 38-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა.

უბანზე მყოფმა “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებმა საჩივარი დაწერეს.

ამ პარტიიდან თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, გიორგი შანყულაშვილის თქმით, მოქალაქეს საარჩევნო უბანზე სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა ჰქონდა.

“უბანზე მივიდა ამომრჩეველი, რომელსაც სხვისი პირადობა ჰქონდა, რეგისტრატორმა მას ხელი მოაწერინა. დამკვირვებლებმა იყოჩაღეს და მათი აქტიურობით აღნიშნული პირი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს, თორემ ხმას მიაცემინებდნენ სხვისი პირადობით. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და არის არჩევნების გაყალბების მცდელობა”,- განაცხადა გიორგი შანყულაშვილმა.

ინფორმაციის წყარო: Knews.ge

მსგავსი პოსტები

Back to top button