მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

თელავში ყოფილი მეუღლის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

თელავში მომხდარ მკვლელობაზე შს სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახურ დანაშაულს; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძმებელ გარემოებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო “ჰერეთს” უთხრეს, რომ გარდაცვლილია 48 წლის ქალი. დაჭრილი მამაკაცი კი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ მამაკაცმა ყოფილი მეუღლის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

შემთხვევა თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე დღეს მოხდა. გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ ქალი უკვე წლებია დუბაიში იმყოფებოდა და თელავში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, თუმცა მათ დეტალები არ იციან.

დეტალებზე არ საუბრობს არც შს სამინისტრო.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიები მოქმედებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button