მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში რეკრეაციულ სივრცეს საჩხერეში რეგისტრირებული კომპანია მოაწყობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სამმილიონიან ტენდერში, საჩხერეში რეგისტრირებულმა კომპანიამ გაიმარჯვა.

მერიის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ რეკრეაციულ სივრცეს, ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებზე, შპს ” მშენსერვისი-55″ მოაწყობს.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, 45, 940 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ბავშვთა გასართობი და სავარჯიშო

სივრცეები, ატრაქციონები, ჭადრაკის სათამაშო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები უნდა მოეწყოს. სივრცეში განთავსებული იქნება მოსასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები და დეკორატიული სანათები.
პროექტის სატენდერო ღირებულება, 3.499.988 ლარია.

შპს ” მშენსერვისი 55″ საჩხერეში, 2012 წლის 28 მარტს არის დარეგისტრირებული.
კომპანიის 80% ბესარიონ ცუხიშვილს ეკუთვნის, მისი დირექტორი, კი ბადრი ცუხიშვილია.

2012 წლიდან დღემდე, “მშენსერვისი 55”- მა 66 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 27 მღალბიუჯეტიანი პროექტი მოიგო.

კომპანიას რამდენიმე პროექტი თბილისში აქვს განხორცილებული, სადაც ტენდერებს რაიონების გამგეობები აცხადებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button