მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში საბავშვო ბაღის დაკეტვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თელავში საბავშვო ბაღის დაკეტვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, 12 კალენდარული დღით, თელავის ერთ-ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს. დაკეტვის მიზეზი ბაღის მასწავლებლის კორონა ვირუსით ინფიცირება გახდა.

ეპიდემილოგების გადაწყვეტილებით, პედაგოგთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავლენ, ხოლო ფუნქციონირების დაწყებამდე, საბავშვო ბაღს, დეზინფექცია ჩაუტარდება.

თელავის მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლის პედაგოგის ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდ19, სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა. სწავლას დისტანციურ რეჟიმში, მხოლოდ ერთი კლასი გააგრძელებს, მასწავლებელთან კონტაქტში მყოფი პირები, კი თვითიზოლაციაში გადავლენ. სკოლაში პედაგოგებისა და მოსწავლეების მკაცრი მონიტორინგი დაიწყება.

მთლიანად რეგიონში, დაინფიცირებული მასწავლებლების რიცხვი, ყოველდღიურად იზრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button