თელავში სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა აქვს

თელავში სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა აქვს.
“ჰერეთის” ინფორმაციით სამ სართულიანი ნაგებობა, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო უკვე გარემონტდა. აღიჭურვა ახალი ტექნიკითა და ინვენტარით. მეხანძრე-მაშველებისთვის აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა, ავტოფარეხი და მოხდა ეზოს კეთილმოწყობა.
მეხანძრე მაშველებს გადაეცათ ყოველდღიური და საბრძოლო ფორმები. სპეციალურად ამ დღისთვის მეხანძრე-მაშველების მიერ გაიმართა სიმულაციური ჩვენებაც.
შენობის გახსნას სამინისტროს და რეგიონის პირველი პირები დაესწრნენ.