თელავში საკრებულოს წევრი გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კახეთში ცნობილი ექიმი- კარდიოლოგი, ანა ოთარაშვილი, სიმსივნით გარდაიცვალა.
საკრებულოს წევრთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შვილის გარდაცვალებამ გაართულა და რამდენიმე წლის წინ დაწყებულმა პროცესმა, პროგრესი განიცადა.
” რამდენიმე წლის წინ დაუდგინეს სიმსივნე, თუმცა ყოჩაღად ებრძოდა, მკურნალობდა და კიავადმყოფობის დროსაც კი, თავის პაციენტებს ემსახურებოდა. ერთ კვირაში, ერთი წელი გახდება, რაც შვილი ავარიაში გარდაეცვალა. მასზე დარდი საბედისწერო აღმოჩნდა და მდგომარეობაც მკვეთრად შეიცვალა. ფაქტიურად, ერთ წელიწადში წავიდა თავის შვილთან”- ამბობენ ახლობლები.
ანა ოთარაშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია ” ქართული ოცნების” საარჩევნო სიით შევიდა.