მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში სამართლებრივი დახმარების ცენტრი გაიხსნა

თელავში სამართლებრივი დახმარების ცენტრი გაიხსნა.
სამართლებრივი დახმარების ცენტრი ორგანიზაცია ” უფლებები საქართველოს” ეკუთვნის.

ცენტრის იურისტები სამართლებრივ დახმარებას და კონსულტაციას გაუწევენ ყველა მოქალაქეს, ასევე გენდერული ნიშნით და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ პირებს.
თელავში, ცენტრის საზეიმო გახსნაზე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პროექტში ჩართული იურისტები, მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან.

“ორგანიზაციის იურისტები იმუშავებენ, 24 საათის განმავლობაში, ჩართული იქნება ცხელი ხაზი და შეტყობინების შემოსვლისთანავე მოხდება უსწრაფესი რეაგირება. აქ იმუშავებენ საუკეთესო იურისტები, რომლებიც ყველა სახის კონსულტაციას გაუწევენ დაინტერესებულ პირებს. თუ ძალადობის რამე ფაქტის შესახებ გახდება ცნობილი, ჩვენი ორგანიზაცია თქვენი მოკავშირეა”- ითქვა გახსნაზე.
სამართლებრივი დახმარების ცენტრი ევროკავშირისა და გერმანული არასმთავრობო ორგანიზაციის ASB-ის მხარდაჭერით გაიხსნა.

„უფლებები საქართველო“ არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციაა, რომელიც 1997 წლის 12 სექტემბერს დაფუძნდა.
ის ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებს, ჰუმანიტარული სტატუსის და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button