მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
თელავში საცხოვრებელ სახლებში ხვლიკის მსგავსი ქვეწარმავლები გამოჩნდნენ

თელავში, საცხოვრებელ სახლებში, ხვლიკის მსგავსი ქვეწარმავლები გამოჩნდნენ. მოსახლეობის ინფორმაციით, ქვეწარმავლები კედლებზე სწრაფად მოძრაობენ და მაღალ სართულებზეც კი აღწევენ.
” მეოთხე სართულზე, სახლში წებოვანი ხაფანგის საშუალებით დავიჭირე, ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან და გარე კედლების მხრიდან შემოდიან. მსგავსი რამ აქამდე არ მინახავს. ალბათ გზების მხრიდან მწვანე საფარისა და ფასადების შეწამვლაა საჭირო-“განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ვითარებას შეისწავლიან და გასატარებელ ღონისძიებებზე ჩამოყალიბდებიან.
ბოლო რამდენიმე წელია, თელავში სხვადასხვა სახეობის ქვეწარმავლები მომრავლდა, რომლებიც საცხოვრებელ სახლებსა და დასახლებულ პუნქტებში ჩნდებიან.