მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში საზოგადოებრივ-პოლიტკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანი” დაფუძნდა

თელავში საზოგადოებრივ-პოლიტკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანი” დაფუძნდა

დამფუძნებლების განმარტებით, მოძრაობა პოლიტიკური პროცესებითა და დემოკრატიის განვითარებით დაინტერესებული ყველა პირისათვის, ღიაა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმაძღვანელის, არჩილ მჭედლიშვილის განმარტებით, მოძრაობას ხელმძღვანელი არ ეყოლება.

“მიზანი არის, რომ საქართველოს ქალაქებში დაფუძნდეს ეს მოძრაობა. აქ არ იქნება ხელმძღვანელი. ეს არის თავისუფლების მოედანი და დემოკრატიის განვითარებით დაინტერესებულ ყველა პირს, შეუძლია მოვიდე და ჩაერთოს პროცესებში. ძალიან ბევრი ადამინია, რომელსაც აინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ ვერ ახერხებს თავისი წვლილის შეტანას, ასეთი ადამიანებისთვისაა ეს გაერთიანება. რაც შეეხება, არჩევნებში მონაწილეობას, მე მგონია, რომ გამოკვეთილი ლიდერები, სხვადასხვა პარტიის პლატფორმიდან მიიღებენ მონაწილეობას”- განაცხადა მჭედლიშვილმა.

მოძრაობა ” თავისუფლების მოედანი” რამდენიმე დღის წინ, თბილისშიც დაფუძნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button