მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ გაძვირდა

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ გაძვირდა. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების მიმართულებით გადაადგილებაში მგზავრები აქამდე არსებულ ფასთან შედარებით, 50 თეთრიდან 1 ლარამდე მეტს იხდიან.

სოფელ ბუშეტში მცხოვრები, ნათელა მოდებაძე რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ თელავამდე მგზავრობაში, 50 თეთრით მეტი გადაიხადა.

” აქამდე ვიხდიდით ლარს და მოსახლეობას ისიც უჭირდა. გუშინ უკვე გამოკრული ჰქონდათ, რომ მგზავრობა გაძვირდა 50 თეთრით. ეს სამარშუტო მანქანები ზოგი გზაზეა, ზოგი დიზელზე და არ მგონია, რომ ეს ბენზინის გაძვირებას უკავშირდება. არც არავინაა, რომ რეგულირება მოახდინოს”- განაცხადა მოდებაძემ.

სამარშუტო ავტომანქანების მძღოლები, ფასის მატებას, ქვეყანაში ყველა სახის პროდუქციის გაძვირებით ხსნიან.

” დავუშვათ გაზზე ვარ და არ გაძვირდა,მაგრამ ამ მანქანას, ამორტიზაცია ხომ აქვს, ნაწილები ხომ გაძვირდა? პანდემიის გამო, ხალხი მგზავრობისგან თავს იკავებს, ათის ნაცვლად, ხუთი გადამყავს. რეგულაციების დაცვას რომ მთხოვენ, პირბადეებითა ყიდვა ხომ გვჭირდება, დღეში ერთი ხომ არ გვეყოფა?- ამბობს ერთ- ერთი სამარშუტო ავტომანქანის მძღოლი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თელავში რამდენჯერმე, მათ შორის პანდემიის დროს, საწვავზე ფასის კლების პირობებშიც გაძვირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button