რეგიონი

თელავში შშმ პირებისათვის შექმნილი დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის პრეზენტაცია ჩატარდა

თელავში შშმ პირებისათვის შექმნილი დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის პრეზენტაცია ჩატარდა.

ცენტრი USAID- ის პროგრამის “დამოუკიდებელი ცხოვრების” ფარგლებში ფუნქციონირებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების საზოგადოებაში ინკლუზიას ემსახურება.

დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ერთ- ერთი ლიდერის, ნინო ხუციშვილის განმარტებით, მსგავსი ცენტრი ექვს მუნიციპალიტეტში მუშაობს.

” ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებისათვის. ჩვენ გვსურდა გაგვეკეთებინა პრეზენტაცია საზოგადოებასთან, რას ვსაქმიანობთ, როგორ ვახერხებთ ამ პირების უფლებების დაცვას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შშმ პირთა მრჩეველთა საბჭოც მალე გახდება ქმედუნარიანი, რაც უფრო მეტი აქტიურობის საშუალებას მოგვცემს”-განაცხადა ხუციშვილმა.

დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ცნობიერების ამაღლებას, საჭიროებების კვლევას, ადვოკატირებასა და მათი უფლებების დაცვას სთავაზობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button