თელავში შუქნიშნები დაამონტაჟეს

თელავში ორ გზაჯვარედინზე მოძრაობა შუქნიშნებით დარეგულირდა – ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ ქალაქის მერიაში განუცხადეს.

დავით აღმაშენებლის, კავკასიონის გამზირისა და ვარდოშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ასევე დავით აღმაშენებლის ქუჩისა და ალაზნის გამზირის გადაკვეთაზე მოძრაობა ამიერიდან შუქნიშნებით იქნება მოწესრიგებული.

აღნიშნულ გზაჯვარედინებზე რეგულაციის არ არსებობის გამო წლების განმავლობაში ქვეითად მოსიარულეს გადაადგილებისას, გარკვეული დისკომფორტი ექმნებოდა, რაც ამ ეტაპზე მოხსნილია.

სამუშაოები განახორციელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button